,,როდესაც ბავშვების დიფერენციაციას აკეთებ, შენ არ ხარ მკვლელობის წინააღმდეგი”-დემურ გიორხელიძე

by შორენა პირველი
0 comment

,,როდესაც ბავშვების დიფერენციაციას აკეთებ, შენ არ ხარ მკვლელობის წინააღმდეგი,”-ამის შესახებ ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე გადაცემა  ,,გეოპოლიტიკის დროში” სტუმრობისას საუბრობს. მისი თქმით, უზნეობაა, როცა საზოგადოება გულგრილად ხვდება ახლო აღმოსავლეთსა და სხვა ქვეყნებში ბავშვების მასობრივი მკვლელობის ფაქტებს.

,,21-ე საუკუნეა და კაცობრიობა თურმე ისევ სიბნელეშია. ისევ გრძელდება ხოცვა -ჟლეტა. არავის არ დაუკვნესია, როცა სირიაში, ლიბიაში, ერაყში, ავღანეთში ათიათასობით ბავშვს ხოცავდნენ. ამას სხვანაირად ჰქვია უზნეო საზოგადოება. როდესაც ბავშვების დიფერენციაციას აკეთებ, შენ არ ხარ მკვლელობის წინააღმდეგი. შენ იდეოლოგიურად შენიანად ვინც წარმოგიდგენია, იმის დამცველი ხარ და სხვა არ გაინტერესებს. ეს არ არის განათლებული ხალხის პოზიცია, ბავშვი სადაც არ უნდა მოკვდეს, არის უკვე დანაშაული, სირიელი ბავშვიც ისეთივე წმინდაა, როგორც დონბასელი. ხოცვა-ჟლეტას გამართლება არა აქვს!”-აცხადებს გიორხელიძე.

You may also like

Leave a Comment