173
წინასწარი ინფორმაციით, უკრაინაში რვა დეპუტატისგან შემდგარი დელეგაცია გაემგზავრება და მას პარლამენტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს.
შალვა პაპუაშვილთან ერთად დელეგაციაში შედის სამი ვიცესპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი. დელეგაციაში ასევე იქნებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.
ხატია დეკანოიძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა უარს ამბობს იმ დელეგაციაში იყოს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.
საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში 15 ან 16 აპრილს გაემგზავრება.