მორიგმა აფეთქებების სერიამ დნეპრისპირეთში რუსეთის ფედერაციის რადიომაუწყებლობის ანძები გაანადგურა. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქებების ხმა 26 აპრილს, გამთენიისას,  გრიგორიოპოლის რაიონის სოფელ მაიაკში გაისმა. პირველი აფეთქება ადგილობრივი დროით 6:40 სთ-ზე, ხოლო მეორე – 7:05 სთ-ზე რადიო-სატელევიზიო ცენტრის „მაიაკის“ ტერიტორიაზე დაფიქსირდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ორი უძლიერესი ანძა – მეგავატი და ნახევარმეგავატი – მწყობრიდან გამოვიდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ცნობისთვის, პირველი აფეთქებების სერია არაღიარებული დნეპრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 25 აპრილს, ადგილობრივი დროით, დაახლოებით,  17:45 სთ-ზე ტირასპოლში, მანოილოვისა და კარლ მარქსის ქუჩების კვეთაზე მდებარე სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შენობაში მოხდა.

უკრაინის დაზვერვის ოფიცრების ინფორმაციით, ორგანიზებული აფეთქებებისთვის მზადება არაღიარებულ დნეპრისპირეთში რუსეთმა  რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მისი მიზანი კი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული საომარი მოქმედებების გამართლება ან დნეპრისპირეთის ომში ჩართვა გახლდათ.

ამავე წყაროს ინფორმაციით, 22 აპრილს, არაღიარებული დნეპრისპირეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების აღმოფხვრის სახელმწიფო კომისიის მდივანმა, ვადიმ შმალენკომ, ოფიციალური წერილით მიმართა კამენსკის ოლქის თავმჯდომარეს, ვლადიმერ ბიჩკოვს,  რომელშიც საუბარი იყო დაცული საკონტროლო პუნქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში, დასმული იყო საკითხი აღნიშნული პუნქტის სასწაფოდ შექმნის აუცილებლობის შესახებ.  უკრაინის სახელმწიფო დაზვერვის ოფიცრების ინფორმაციით, ეს ფაქტი მეტყველებს იმაზე, რომ არაღიარებული დნეპრისპირეთის ხელმძღვანელები 3 დღით ადრე უკვე ზრუნავდნენ უსაფრთხო და კომფორტული ბუნკერების მოწყობაზე.

იხ. დოკუმენტი.

მზადება აფეთქებებისთვისა დნეპრისპირეთში

უკრაინის დაზვერვის ოფიცრების ინფორმაციით,  ეს ინციდენტი არის ერთ-ერთი პროვოკაციული ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია FSB-ის მიერ პანიკისა და ანტიუკრაინული განწყობის გასაღვივებლად.

 

 

იხ. ბმული:

https://membrana-cdn.media/pravda/pravda_2022.04.25_3.mp4?r=94212

https://membrana-cdn.media/pravda/pravda_2022.04.25_2.mp4?r=43941

You may also like

Leave a Comment