რადიო ,,დარდიმანდის” წამყვანები უკრაინას მხარდაჭერას უცხადებენ. “Червона рута”- ასე ჰქვია სიმღერას, რომელსაც ზურაბ ბარბაქაძე, ნათია გაბელაშვილი, რუსა სერგია, ლალიტა ლომთაძე, ლიზი მალანია ასრულებენ. არანჟირების ავტორი მალხაზ რეხვიაშვილია. იდეა თეო დარჩიას ეკუთვნის. პრემიერა ,,აფხაზეთის ხმის” პირდაპირ ეთერში, ნინო ჩხეიძის საავტორო გადაცემაში შედგა.

,, ძალიან განვიცდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. მუსიკით ჩვენს ტკივილს და მხარდაჭერას გამოვხატავთ. როცა ბავშვები კვდებიან, იქ  ყველაფერი მთავრდება. იმედია, ომი მალე დასრულდება და მშვიდობა დაისადგურებს’,- ამბობს ლალიტა ლომთაძე.

,,მადლობელი ვარ, რომ მომეცა საშუალება გამომეხატა ჩემი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. ამ სიმღერის ბევრი ვარიანტი მაქვს მოსმენილი, მაგრამ მახოს არანჟირება აბსოლუტურად განსხვავებულია. მე ასევე ვმუშაობ უკრაინულ სიმღერაზე, რომელიც ქართული ინსტრუმენტებით იქნება შესრულებული  და რომლის პრემიერაც მალე შედგება,”-აღნიშნავს  ზურაბ ბარბაქაძე.

,,მუსიკოსები ჩვენს ემოციებს სწორედ ასე, მუსიკით გამოვხატავთ. მინდა სრულიად მსოფლიოს ვუსურვო მშვიდობა,”-აცხადებს მალხაზ რეხვიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ რადიო წამყვანების მხრიდან უკრაინისადმი ამ სახით გამოხატული სოლიდარობა საქართველოში პირველია.

https://www.facebook.com/voiceofabkhazia/videos/3192606090983617

You may also like

Leave a Comment