უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის,  იულია ოვჩინიკოვას თქმით, – IRI-ის გამოკითხვის მიხედვით, პოლონეთის, ბრიტანეთისა და აშშ-ს შემდეგ უკრაინას ომის დროს ყველაზე მეტად საქართველო დაეხმარა. ამის შესახებ დეპუტატმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისივე განმარტებით, უკრაინა მადლიერია საქართველოში მყოფი ხელისუფლების მათ მიერ უკრაინაში ვიზიტით გამოხატული მხარდაჭერის გამო.

„ჩვენ მოხარულები ვიყავით მიგვეღო საქართველოს სპიკერები უკრაინაში და მადლიერები ვართ მათი მხარდაჭერისთვის. საქართველოსა და უკრაინის მოსახლეობა ყოველთვის უჭერდა მხარს ერთმანეთს, ეს აბსოლუტური სიმართლეა. ასევე, მინდა გაგიზიაროთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა, რომელიც სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება. ის უკრაინის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კითხვა შემდეგნაირად იყო დასმული: თქვენი აზრით, რომელი ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია დაეხმარა უკრაინას ყველაზე მეტად სამხედრო აგრესიის დროს? და იცით, რა არის ამ გამოკითხვის შედეგი ?! გამოკითხვის თანახმად, პირველი ადგილი დაიკავა პოლონეთმა, მეორე ადგილი – დიდმა ბრიტანეთმა, მესამე ადგილი – შეერთებულმა შტატებმა და მეოთხე ადგილი დაიკავა საქართველომ. ამ გამოკითხვამ აჩვენა უკარინელი ხალხის რწმენა საქართველოსადმი. ვფიქრობ, სულ მცირე, ამ გამოკითხვის შედეგები გააგრძელებს ქართველი ხალხის შთაგონებას, მხარი დაუჭიროს უკრაინას. მჯერა, რომ ხალხს ყოველთვის შეუძლია გავლენა მოახდინოს ხელისუფლების, პარლამენტისა და პრეზიდენტის პოზიციაზე და განსაზღვროს ქვეყნის განვითარების ვექტორი“, –  განაცხადა რადას დეპუტატმა.

წყარო

You may also like

Leave a Comment