ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების საყურადღებოდ!
4 ივნისს ისრაელის ქალაქ პეტახ ტიკვაში, რესტორან ,,რობინზონში” გაიმართება მუსიკალური საღამო. საღამოს წარუძღვებიან ზურაბ ბარბაქაძე, ვასო მელექსიშვილი და დავით ებრაელი. მუსიკოსები განახლებული პროგრამით წარსდგებიან, შედგება ზურაბ ბარბაქაძის ახალი სიმღერის პრემიერა.
რესტორანი სტუმრებს ქართული კერძებით გაუმასპინძლდება.
საღამოს მასპინძელია ცნობილი შეფ-მზარეული გიორგი ნაგლიაშვილი.