,, ბატონო შოლც, ჩვენი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა თქვენი პასუხისმგებლობაა”-არესტოვიჩი

ავტორი შორენა პირველი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩი დაღუპულ უკრაინელებზე პასუხისმგებლობას გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს აკისრებს, რადგან გერმანია უკრაინას დაპირებულ მძიმე შეიარაღებას არ აძლევს.

,, ბატონო შოლც, ჩვენი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა თქვენი პასუხისმგებლობაა. ბავშვები ყოველდღე იღუპებიან. ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ 100 ჯარისკაცს, რადგან თქვენ არ გვაძლევთ მძიმე შეიარაღებას. უკრაინის არმია ძლიერია, შეგვეძლო რუსების განდევნა ჩვენი ქვეყნიდან, მაგრამ ჩვენ გვჭირდება იარაღი.”- განაცხადა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში  არესტოვიჩმა.

არესტოვიჩის თქმით, უკრაინა გერმანიისგან ითხოვს შორი მანძილის არტილერიას, ზალპური ცეცხლის სისტემებს, ტანკებს და უპილოტო საფრენ აპარატებს.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge