,,ქართველები ყველას მოინელებენ, ვინც საქართველოში ქართველების დასაჩოქებლად,
გადასაგვარებლად და საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ამ ხალხის ფიჩხად გამოსაყენებლად მოსულა,”-ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ,,ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის” ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
,,ეს ამერიკელები და ევროპელები რა თავს იგდებენ, ჰა?!
რა პრეტენზიებს აცხადებენ,
საქართველოს შეურაცხყოფენ,
ქართველ ხალხს შეურაცხყოფენ!
აზრზე ვერ მოსულან, რა კულტურასთან აქვთ საქმე!
უამრავი შეცდომა დაუშვეს:
საკუთარი კეთილსინდისიერი მოქალაქეების ნაშრომი
მილიარდები საქართველოში ყოვლად უვარგის, უსახო
და არაფრისმაქნის ხალხში ჩადეს, პროქსი- პოლიტიკური
და საზოგადოებრივი ჯგუფები აღზარდეს, უსახო ე,წ,
“ენჯეოებით” ქართველების მართვა მოინდომეს, –
ფული უმოწყალოდ ატენეს ამ უვარგის ხალხს და საყვედურს საქართველოს და ქართველ ხალხს უცხადებენ?
30 წელია, უვარგისებს ფულს რომ აძლევდით,
ხედავდით: იხრჩობოდნენ თქვენს მიერ მიცემულ ფულში,
სახელმწიფოს ნაცვლად საკუთარ კეთილდღეობას
ახმარდნენ; ხედავდით, რასაც აკეთებდნენ – უფრო
სწორად, აკეთებდნენ არაფერს იმის მსგავს, რამაც თქვენი ქვეყნები გააძლიერა და განავითარა; თქვენი მითითებით
მოანგრევინეთ განათლების სისტემა და მეცნიერება, მაშინ, როცა განათლებამ და მეცნიერებამ დააყენა ფეხზე
დასავლეთი!
ხედავდით: სახელმწიფო ინსტიტუტების ნაცვლად,
ნეოტოტალიტარულ სისტემას ქმნიდნენ, რასაც
წარმატებით აფინანსებდით და ახლა…
რაღაც უაზრო “ევროკავშირის წევრობის კანდიდატის”
წოდებისთვის, რომელიც არავის სჭირდება
საქართველოში, გარდა თქვენი გამოზრდილი
უვარგისებისა, – ერთი ამბავი ატეხეთ და ისევ ქართველი
ხალხია დამნაშავე?!
ქართველებმა უდიდესი ცივილიზაციები მოინელეს და
მოუსავლში გაუშვეს და იცით, როგორ?!
ქართული კულტურა უდიდეს წარსულ ცივილიზაციაზე დგას, რომელიც ქართველებს დაუმალეს და მოპარეს!
ამიტომ ქართველები ყველას მოინელებენ, ვინც საქართველოში ქართველების დასაჩოქებლად,
გადასაგვარებლად და საკუთარი პოლიტიკური
მიზნებისთვის ამ ხალხის ფიჩხად გამოსაყენებლად
მოსულა.
თქვენ რომ ხალხთან ურთიერთობთ, მაგათ არაფერი აქვთ
საერთო ქართველ ხალხთან – თქვენ რომ ურთიერთობთ,
ისინი დეგრადაციის გზაზე შემდგარი ადამიანის მოდგმაა,
ნებისმიერ დავალებას რომ შეასრულებენ, თუ კარგად
გადაუხდით, მაგრამ გ ე შ ლ ე ბ ა თ ძალიან მაგრად:
თქვენ რომ ხალხს ფულს უხდით, მათი გავლენა ქართველ
ხალხში ნულოვანია! რაღაც ნაწილი მოტყუებულია,
მაგრამ ისინი ამინდს არ ქმნიან!
თქვენ გელოდათ ქართველი ხალხი, უნდოდა ისეთივე
ქვეყანა ჰქონოდა, როგორსაც გარედან ხედავდნენ თქვენში
და… თქვენ ისინი ჩატოვეთ ყალბ მოლოდინებში, რადგან
იმ ხალხს, ვისაც თქვენ დაეყრდენით, რაიმე კარგის აშენება
საფუძველშივე არ შეეძლო! მათ რაც იცოდნენ, ის
გააკეთეს: მაგრად მიანგრიეს საქართველო და დაამცირეს
ქართველები, მაგრამ… ვერ მოსპეს და ვერ გადააგვარეს ისინი!”-წერს დემურ გიორხელიძე.