„”გადაწყვეტილება უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშორებით ძალიან იაფია. “, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს..
მისივე თქმით, მათთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა ამ გეოპოლიტიკურად რთულ სიტუაციაში არაფერი ღირს.
„მოლდოვასა და უკრაინას შეუძლიათ სამუდამოდ იყვნენ მოსაცდელ ოთხში, როგორც ჩვენ ეს თურქეთისა და დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევაში ვნახეთ. კანდიდატის სტატუსი არის ყველაზე ცოტა, რისი გაკეთებაც ევროკავშირის ლიდერებს შეეძლოთ, ყოველგვარი ფინანსური ვალდებულების გარეშე“, – ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.
ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიენიჭა, წევრობის კანდიდატობას კი დასახული პირობების შესრულების შემდეგ მიიღებს.
წყარო:
Summit debrief with Viola Von Cramon: ‘A disastrous signal for the Western Balkans’