ირაკლი კობახიძე: სცენაზე ვინც იდგა იმ აქციებზე, ყველა იყო აბსოლუტურად უსამშობლო და უღმერთო

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი
ირაკლი კობახიძე

“სცენაზე ვინც იდგა იმ აქციებზე, ყველა იყო აბსოლუტურად უსამშობლო და უღმერთო იმ გაგებით, რომ რწმენა არ აქვთ არანაირი” – ამ კომენტარით “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აქციის “შინ, ევროპისკენ” სპიკერები მოიხსენია.

მისი თქმით, “ვიღაცებისთვის” მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილია და ყველაფერს მას აბრალებენ. “როგორც ჩანს, რაღაც სინდრომია და შეიძლება ფსიქიატრებმა ამას დიაგნოზი მოუძებნონ” – აღნიშნა კობახიძემ.

მან ევროპარლამენტარის განცხადებაზეც ისაუბრა და მისი ნათქვამის თავისებური ანალიზიც შემოგვთავაზა.

“სხვათა შორის, ერთ ევროპარლამენტარს მაიკლ გალერს წამოსცდა, რომ თუ ივანიშვილი პატრიოტია, ქვეყნიდან წავიდოდაო. ანუ, ნახეთ როგორ ესმით პატრიოტიზმი, ანუ პატრიოტი არის კაცი, რომელიც ქვეყანას ტოვებს. არც ნოსტალგია გაუგიათ, არც რაიმე მსგავსი ფენომენი გაუგიათ. ამ ადამიანებისთვის პატრიოტი ქვეყნიდან უნდა წავიდეს და უსამშობლო ადამიანებს უნდა ჩაბარდეთ ქვეყანა, ხომ? სცენაზე ვინც იდგა იმ აქციებზე, ყველა იყო აბსოლუტურად უსამშობლო და უღმერთო იმ გაგებით, რომ რწმენა არ აქვთ არანაირი. მათი უფლებაა, მაგრამ რეალურად ასეთი ადამიანები იდგნენ სცენაზე” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

You may also like

დატოვეთ კომენატრი