სააკაშვილი: ქალაქებს იმიტომ კი არ ვაშენებდით, რომ რუსებს ეყიდათ ბინები და ქართველები მარწყვის საკრეფად წასულიყვნენ გერმანიაში

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

ქალაქებს იმიტომ კი არ ვაშენებდით, რომ რუსებს ეყიდათ ბინები და ქართველები მარწყვის საკრეფად წასულიყვნენ გერმანიაში – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ქართველები არ ვართ არც ზარმაცები და არც ჩამორჩენილები და მნიშვნელოვანია, საკუთარი თავის რწმენა გვქონდეს.

“როდესაც სიღნაღს, ბათუმს ვაშენებდით და ლაზიკას ვგეგმავდით, გვინდოდა ყველაფერი გაგვეკეთებინა ისე, როგორც ევროპაში და უკეთესად. მომეწონა ნიცაში რაღაც და გადმოვიღეთ ბათუმში უკეთესად, ვალენსიის კოშკის ზუსტი ასლი გავაკეთეთ.

ამ ქალაქებს იმიტომ კი არ ვაშენებდით, რომ რუსებს ეყიდათ ბინები და ქართველები მარწყვის საკრეფად წასულიყვნენ გერმანიაში. ჩვენ ვჩქარობდით, ვმუშაობდით დღეც და ღამეც. ჩვენ არც ზარმაცი და არც ჩამორჩენილი ერი არ ვართ.

ყველაზე მეტად საკუთარი თავის რწმენა გვჭირდება!” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

You may also like

დატოვეთ კომენატრი