იაპონიის ყოფილი პრემიერი შინზო აბე მოკლეს 

ავტორი ქეთი ბაჭველაშვილი

იაპონიის ყოფილი პრემირმინისტრი, შინზო აბე მოკლეს. მას ქალაქ ნარაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

მძიმედ დაჭრილი პრემირმინისტრი საავდმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინზო აბე, რომელიც ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიას წარმოადგენდა, იაპონიის პრემირმინისტრი ორჯერ იყო. პირველად ის 2006 წელს აირჩიეს, თუმცა ერთი წლის შემდეგ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა. მეორედ აბე იაპონიის პრემიერი 2012 წელს გახდა და 8 წელი იმსახურა პოსტზე, შემდეგ კი კვლავ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადადგა.

შინზო აბე 67 წლის იყო.

You may also like

დატოვეთ კომენატრი