179
ცნობილია რომ ევროკავშირის ერთ ერთმა მნიშვნელოვანმა ინსტიტუტმა ევროკომისიამ რეკომენდაციები გასცა იმასთან დაკავშირებით თუ რა არის აუცილებელი იმისთვის, რათა საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდეს, მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება კი დაიწყო. „ახლა ერთად მუშაობის დროა“- განაცხადა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგორევამ, მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის აუცილებელია ურთიერთთანამშრომლობა, ასევე მისი განცხადებით ხელისუფლებასა და ოპოზიციას ამაში თავისი პასუხისმგებლობა აკისრია.
