თბილისში დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების პრეზენტაცია გაიმართა

ავტორი ეკა ჩხაიძე
           2022 წლის 13 ივლისს გაიმართა დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების პრეზენტაცია, შეხვედრაზე განიხილეს თუ რა მდგომარეობაა საქართველოში დასაქმების კუთხით, განსაკუთრებით, იმ ჯგუფებთან მიმართებით, რომლებსაც უჭირთ დასაქმებასთან დაკავშირებული დაბრკოლებების გადალახვა, უშუალოდ ცენტრების მომსახურეობით სარგებლობა კი შესაძლებელია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, ასევე მარტოხელა მშობლებისთვის, პირებისთვის, რომლებიც იყვნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლნი,პენსიონრები,სამწლიანი კარიერული წყვეტის მქონე პირები და მათთვისაც, რომლებსაც არ აქვთ სამუშაო გამოცდილება. ამჟამად საქართველოში დასაქმების ხელშეწყობის სამი ცენტრი ფუნქციონირებს ,აქედან ორი თბილისში ხოლო ერთი ქუთაისშია, ცენტრები კი შეიქმნა ევროკავშირის დაფინანსებული პროექტით, კერძოდ, “დასაქმება, მხარდაჭერა, კონსულტირება შრომის ბაზრის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად” და მის მიზანს წარმოადგენს ის ,რომ შრომისუნარიანობა და დასაქმება გაიზარდოს საქართველოში არსებულ 6 რეგიონში ესენია: სამეგრელო, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, აჭარა, იმერეთი.
           პროექტი განხორციელდა კონსორციუმ ფრიდრიხ ებერტის ფონდის საქართველოს ოფისის(FES)  მიერ, ასევე მასში მონაწილეობა მიიღეს: განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა(EDEC),ააიპ დემოკრატიის განვითარების საგენტომ(DDA), სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ(SESA). “მთავარი მიზანი ამ ცენტრების არის ის, რომ ჩვენ მოქალაქეებს, რომლებსაც განსაკუთრებული გამოწვევა აქვს დასაქმების გზაზე მათ შეუწყოს ხელი და მიაწოდოს დასაქმების მხარდაჭერითი სერვისები.”-განაცხადა პროექტის მენეჯერმა მარიამ იობაძემ. დასაქმების ხელშეწყობის ცენტრების პრეზენტაციას ასევე გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში და ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი ფელიქს ჰეტიც ესწრებოდნენ.

You may also like

დატოვეთ კომენატრი