,,არის რეალური საფრთხე ქვეყნის ომში ჩათრევის!!! ღმერთმა ნუ ქნას ეს მოხდეს, მაგრამ, ეს თუ ასე მოხდა, პირველ რიგში იქნება ამ ეტაპზე ხელისუფლების უმოქმედობის ბრალი!!! აღარაა ახლა შუაშისტობის დრო!!!”-ამის შესახებ გრემის მონასტრის მღვდელმსახური მამა იაკობ მესტვირიშვილი წერს.
,,არის რეალური საფრთხე ქვეყნის ომში ჩათრევის!!! ღმერთმა ნუ ქნას ეს მოხდეს მაგრამ, ეს თუ ასე მოხდა, პირველ რიგში იქნება ამ ეტაპზე ხელისუფლების უმოქმედიბის ბრალი!!! აღარაა ახლა შუაშისტობის დრო!!! არჩევანი გვიწევს ცუდსა და უარესს შორის, რა გვინდა?! მშვიდობა თუ მეორე უკრაინა?! ასევე დგას ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც ახლა ჩუმადაა და ხმას არ იღებს ერიცა და ბერიც! ქრისტე დუმილით გაიცემა!!!
მე მხარი დავუჭირე მშვიდობას, კონკრეტულად კი პრემიერ ღარიბაშვილს, სანქციებთან დაკავშირებით, დიახ ეს ასე იყო და ახლაც არ შემიცვლია ჩემი პოზიცია. სწორი პოზიცია დაიჭირა ქვეყანამ ნამდვილად ამ საკითხში; ჩვენ გავაკეთეთ ყველანაირი დახმარება უკრაინის მიმართ, მივიღეთ ლტოლვილები მაშინ, როცა საკუთარ ქვეყანაში საკუთრი ლტოლვილებისთვის ვერ მიგვიხედავს, (ასევე იბრძვიან ჩვენი ბიჭები საკუთარი სურვილით, ათასობით გულანთებული ქართველი, ნუ ვინც ასე თვლის რომ უნდა დაეხმაროს უკრაინას, ეს მათი არჩევანია და მე მიუხედავად იმისა რომ ვთვლი არ უნდა იხოცებოდნენ იქ ჩვენი ბიჭები, ბევრი ოჯახი დაობლდა და დაქვრივდა უკვე ჩვენდა სამწუხაროდ, საკმარი სისხლი გვაქვს დაღვრილი მთელს მსოფლიოს მშვიდობისათვის, მაინც პატივს ვცემ იქ მებრძოლი ხალხის პოზიაციას, ეს მათი არჩევანია, ღმერთმა მშვიდობით დააბრუნოს ყველა საქართველოში.) ჩვენ სხვა რა შეგვიძლია როგორც ქვეყანას?! განა დემაგოგია არაა აბსურდული სანქციები?! და რას ცვლის ეს რუსეთისთვის?! ანაც უკრაინისთვის?! მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ ქვეყანას დავაზიანებთ ამით, არაა ასე?! სანქციებით ომი მორჩება?! რუსეთი შეშინდება?! ეს ხომ სიბეცეა და აბსურდი და მეტი არაფერი?! ნუ იმ მოღალატე იმბეცილებზე აღარაფერს ვამბობ ვინც ქვეყანას ტანკებით ემუქრება და ომში ჩართვისკენ მოგვიწოდებს…. ანუ დღეს რომ საქართველოში მშვიდობაა და სწორი ნაბიჯები გადაიდგა არსებული მთავრობის მიერ ამ პოზიციაში აბსოლიტურად ვეთანხმები და ახლაც მხარს ვუჭერ პრემიერსაც და პირველ რიგში ჩემს ქვეყანას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, ყველაფერს ვიზიარებ მათსას. თეთრზე უნდა ითქვას თეთრია და შავზეც შავი!!! “-წერს მამა იაკობი.