,,მე დავავალე კონკურენციის სააგენტოს სურსათის ფასების თემასთან დაკავშირებით!!! მაინტერესებდა რამდენად კეთილსინდისიერად იქცევიან იმპორტიორები და რამდენად გონივრული მარჟებით მუშაობენ იმპორტიორები, შედეგი მართლაც, იყო შემაშფოთებელი!”-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
,,მე დავავალე კონკურენციის სააგენტოს სურსათის ფასების თემასთან დაკავშირებით!
მაინტერესებდა რამდენად კეთილსინდისიერად იქცევიან იმპორტიორები და რამდენად გონივრული მარჟებით მუშაობენ იმპორტიორები, შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი!
მე მინდა საზოგადოებას წარვუდგინო მოკვლევის პირველადი შედეგები!!! ძირითადი პროდუქტები დავამუშავებინე და მაგალითად, ვიტყვი: ბრინჯი იქნება,წიწიბურა, შაქარი თუ სხვა… მარილი,ზეთი… საბითუმო ფასებზე დამატებული არის 70,60,50 80% ფასნამატი!!!
ამას ემატება შემდეგ, რა თქმა უნდა, საცალო ფასები და ფასნამატი მინიმუმ 25 % -ია, გამოდის, რომ ჯამში ჩვენს მოსახლეობას უწევს 100% -იანი ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა, რაც რა თქმა უნდა, მიუღებელია!!!
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მხრივს , ამ დროს ასეთი დამოკიდებულება იმპორტიორების მხრიდან არის აბსოლუტურად მიუღებელი.
ამიტომ, მე მინდა დავავალო მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს, სოფლის მეურნეობის მინისტრს და ფინანსთა მინისტრს სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა ეს მსხვილი იმპორტიორი , დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება. მაქსიმუმ ორ კვირაში უნდა მქონდეს მაგიდაზე სრული სურათი შესაბამისი გამოსვლით.
ეს, რა თქმა უნდა, არის მიუღებელი. გახსოვთ ალბათ, ამხელა მოგებით მუშაობდნენ წამლების იმპორტიორები.
გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი მოყვა, როცა ეს თემა გავხსენით, მაგრამ შედეგი სახეზე იყო , გავხსენით თურქეთის ბაზარი და დავაწესეთ ფასები ზღვარი, რამაც 60 და 70% ით შეამცირა მედიკამენტებზე ფასი და ჯამში ჩვენმა მოსახლეობამ 200 მილიონამდე დაზოგა.
არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება!!!