რამდენიმე წუთის წინ თურქეთში განმეორებითი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ავტორი შორენა პირველი

მეორე, ძალიან ძლიერი 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა რამდენიმე წუთის წინ თურქეთის ცენტრალურ ნაწილში მოხდა. BBC -ის ინფორმაციით, ეპიცენტრი კაჰრამნმარასის პროვინციაში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში სულ მცირე 1 200 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოგანმა განაცხადა, რომ მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ქვეყანას უკვე 912 ადამიანის გარდაცვალება დადასტურდა. მისივე თქმით, დაშავებულია 5 383 ადამიანია.

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge