,,როგორი კომიკური პერსონაც არ უნდა იყოს გუბაზ სანიკიძე, მას ეს განცხადება არ უნდა გაუტარონ.
არც ჭიჭე ვაშაძის და მისი ტრიოს რევოლუციური მოწოდებები უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე,- ამის შესახებ პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.
,,როგორი კომიკური პერსონაც არ უნდა იყოს გუბაზ სანიკიძე, მას ეს განცხადება არ უნდა გაუტარონ.
არც ჭიჭე ვაშაძის და მისი ტრიოს რევოლუციური მოწოდებები უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.
კეთილი ინებონ შესაბამისმა ორგანოებმა და დაიბარონ გამოკითხვაზე-კერძოდ, აჩვენოს. რომელ უკრაინაში მებრძოლებთან ერთად აპირებს სახელმწიფო გადატრიალებას.
ასევე უნდა აღიძრას საქმეები იმათზე, ვინც უკრაინიდან იმუქრება და ნერვები დააწყვიტა აქ ხალხს.
ზოგადად, ასეთი მოწოდებების გამო პასუხისმგებლობა უნდა იყოს სწრაფი და მკაცრი.
ამოვიდა ყელში ამათი პარპაში, ისევე როგორც მათი გამოყენება პოლიტიკური მიზნებით.
მძიმე სიტუაციაა გარშემო, პოლიტიკური თამაშები ცუდად შეიძლება დამთავრდეს-არეულობითა და სამოქალაქო დაპირისპირებით.
ამიტომ არავის არა აქვს რისკის უფლება,”-წერს მანჯავიძე.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი დეპუტატი გუბაზ სანიკიძე ხელისუფლებას და ქვეყანას ომით დაემუქრა. ,,ჩვენ აქ ვაპირებთ ომს და მოგექცევით ისე როგორც რუსებს. უკრაინაში ათასობით მებრძოლი ქართველი მეორე დღესვე აქ გაჩნდება,”-აცხადებს სანიკიძე.