თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 5 000-მდე გაიზარდა
თურქეთსა და სირიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა მინიმუმ 4 940-ს მიაღწია – აღნიშნულ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, დაშავებულთა რაოდენობა 21 000-მდე აღწევს, დაღუპულთა კი – 3 381. ამავე უწყების ინფორმაციით, 11 000 -მდე შენობა დანზიანებულია და დიდინაწილი დანგრეულია. ეს არის თურქეთში ბოლო 84 წლის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა.
რაც შეეხება სირიას, ამ დროისთვის გავრცელებული მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 559-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა – 3 648-მდე. სირიაში მიწისძვრის ეპიცენტი გახდა ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი, რომელიც უკვე წლებია ჩართულია სამოქალაქო ომში. ომის შედეგად დაღუპულ და დაჭრილ ადამინებსა და განადგურებულ ინფრასტრუქტურასა, ახლა დამანგრეველი მიწისძრაც დაემატა.
მასალა განახლებადია.