,,ქალბატონ ლიზას ჩვენი დროშა სისხლისფრად მოჩვენებია და მინდა ვუთხრა, რომ ნამდვილად სისხლის და უამრავი ჩვენი წინაპრის სიცოცხლის ხარჯზე მოვაღწიეთ აქამდე”-ნინული ქავთარაძე

ავტორი შორენა პირველი
,,ქალბატონ ლიზას ჩვენი დროშა სისხლისფრად მოჩვენებია და მინდა ვუთხრა, რომ ნამდვილად სისხლის და უამრავი ჩვენი წინაპრის სიცოცხლის ხარჯზე მოვაღწიეთ აქამდე,”- ჟურნალისტი ნინული ქავთარაძე მიხეილ სააკაშვილის მეუღლეს, ლიაზა იასკოს პასუხობს, რომელმაც  ქართულ დროშას ,,სისხლიანი” უწოდა.
,,ქალბატონ ლიზას ჩვენი დროშა სისხლისფრად მოჩვენებია და მინდა ვუთხრა, რომ ნამდვილად სისხლის და უამრავი ჩვენი წინაპრის სიცოცხის ხარჯზე მოვაღწიეთ აქამდე…. და ის რომ დღეს ჩვენს დროშაზე ჯვარია გამოსახული ეგეც სისხილთა და ბრძოლით შენარჩუნებული სარწმუნოების დამსახურებააა….
გარნისის ბრძოლა (52-53)
რეხის ბრძოლა (76)
პეტრის ბრძოლა (542)
პეტრის ბრძოლა (549)
რიონის ბრძოლა (550)
მუხურისის ბრძოლა (550)
პეტრის ბრძოლა (551)
არქეოპოლისის (ციხეგოჯის) ბრძოლა (551)
ტელეფისის ბრძოლა (553)
ფოთის (ფასისის) ბრძოლა (555)
ძახარის ბრძოლა
ტფილისის ალყა (628)
არგვეთის ბრძოლა
ციხეგოჯის ბრძოლა
ცხუმის ბრძოლა
ანაკოფიის ბრძოლა
რეხის ბრძოლა (842)
ასპინძის ბრძოლა (888)
ყველისციხის ალყა (914)
მოღრისის ბრძოლა
შამქორის ბრძოლა (1010)
შირიმნის ბრძოლა (1021)
სვინდაქსის ბრძოლა (1022)
ეკლეცის ბრძოლა
სასირეთის ბრძოლა (1047)
არყისციხის ბრძოლა
ფარცხისის ბრძოლა (1074)
ყველისციხის ბრძოლა (1080)
ზედაზნის ციხის აღება (1103)
ერწუხის ბრძოლა (1104)
სამშვილდის შემოერთება (1110)
რუსთავის შემოერთება (1115)
რახსის ბრძოლა (1118)
ბოტორის ბრძოლა (1120)
დიდგორის ბრძოლა (1121)
თბილისის შემოერთება (1122)
დმანისის შემოერთება (1124)
ანისის შემოერთება (1124)
განჯის აღება (1138)
ანისის აღება (1161)
დვინის აღება (1162)
შაბურანის აღება (1167)
ანისის აღება (1173)
ნიალის ბრძოლა (1191)
შამქორის ბრძოლა (1195)
ანისის აღება (1199)
ბასიანის ბრძოლა (1203)
ტრაპიზონის ალყა (1204)
არჭეშის აღება (1208-1209)
ხუნანის ბრძოლა (1221)
გარნისის ბრძოლა (1225)
ბოლნისის ბრძოლა
ქვიშხეთის ბრძოლა (1260)
ტრაპიზონის ალყა (1282)
ლომისის ბრძოლა (1327)
კუნდუხჩის ბრძოლა
ნახიდურის ბრძოლა (1407)
ჩალაღანის ბრძოლა (1412)
ჩიხორის ბრძოლა (1463)
თავფარავნის ბრძოლა (1465)
არადეთის ბრძოლა (1483)
ენაგეთის ბრძოლა (1488)
მოხისის ბრძოლა (1512)
მოხისის ბრძოლა (1520)
თელეთის ბრძოლა (1522)
მურჯახეთის ბრძოლა (1535)
ქარაღაქის ბრძოლა (1543)
სოხოისტის ბრძოლა (1545)
გარისის ბრძოლა (1556)
საფურცლის ბრძოლა (1560)
ციხედიდის ბრძოლა (1561)
დიღმის ბრძოლა (1567)
სამადლოს ბრძოლა (1568)
იანეთის ბრძოლა (1568)
ფარცხისის ბრძოლა (1569)
თორღვის ბრძოლა (1574)
მუხრანის ბრძოლა (1582)
ხატისოფლის ბრძოლა (1584)
გოფანთოს ბრძოლა (1588)
ოფშკვითის ბრძოლა (1590)
გორის ბრძოლა (1598-1599)
ნახიდურის ბრძოლა (1599)
ტაშისკარის ბრძოლა (1609)
წიწამურის ბრძოლა (1615)
გოჭოურის ბრძოლა (1623)
აღაიანის ბრძოლა (1625)
მარტყოფის ბრძოლა (1625)
მარაბდის ბრძოლა (1625)
ქსნის ბრძოლა (1625)
ბაზალეთის ბრძოლა (1626)
ბაღდადის ბრძოლა (1635)
მაღაროს ბრძოლა (1648)
ბანძის ბრძოლა (1658)
ბახტრიონის ბრძოლა (1659)
როკითის ბრძოლა (1684)
სიმონეთის ბრძოლა (1716)
ატენის ბრძოლა (1724)
ზედაველას ბრძოლა (1724)
ჩიხორის ბრძოლა (1732)
ნეიშნის ბრძოლა (1735)
ანანურის ბრძოლა (1739)
აჩაბეთის ბრძოლა (1742)
დანღისის ბრძოლა (1750)
ყარაბაღის ბრძოლა (1750)
აგრის ბრძოლა (1751)
ყირხბულახის ბრძოლა (1751)
განჯის ბრძოლა (1752)
თულქითეფეს ბრძოლა (1752)
მჭადიჯვრის ბრძოლა (1754)
ყვარლის ბრძოლა (1755)
სკრის ბრძოლა (1756)
ხრესილის ბრძოლა (1757)
ასპინძის ბრძოლა (1770)
ჩხერის ბრძოლა (1774)
ღართისკარის ბრძოლა (1778/1779)
რუხის ბრძოლა (1779)
ნაჭიშკრევის ბრძოლა (1784)
მოხისის ბრძოლა (1785)
მათხოჯის ბრძოლა (1789)
ზოვრეთის ბრძოლა (1790)
კრწანისის ბრძოლა (1795)
ნიახურის ბრძოლა (1800)
მალთაყვის ბრძოლა (1809)
ჩუმლაყის ბრძოლა (1812)
ახალციხის ბრძოლა (1828)
ახალციხის ბრძოლა (1829)
ჩუმლაყის ბრძოლა (1812)
გოგორეთის ბრძოლა (1841)
ახალციხის ბრძოლა (1853)
ნიგოითის ბრძოლა (1854)
ჩოლოქის ბრძოლა (1854)
ენგურის ბრძოლა (1855)
ნასაკირალის ბრძოლა (1905)
ჩოლოქის ბრძოლა (1918)
ტფილისის ბრძოლა (1921)
ოსიაურის ბრძოლა (1921)
სურამის ბრძოლა (1921)
ბათუმის ბრძოლა (1921)
451-456 ვახტანგ გორგასლის ლაშქრობა ალანების წინააღმდეგ.
542-562 ეგრისის დიდი ომი.
627-628 ჰერაკლე კეისრის ლაშქრობები ქართლში.
640-იანი წწ. არაბთა მარბიელი რაზმების პირველი გამოჩენა ქართლში.
650-იანი წწ. არაბთა ლაშქრობა ქართლში.
729-730 ჯარაჰის შემოსევები საქართველოში.
735-737 მურვან ყრუს ლაშქრობა საქართველოში.
764 ხაზარების ლაშქრობა საქართველოში.
842 მუჰამად იბნ ხალიდის შემოსევა.
853 ბუღა თურქის შემოსევა.
914 აბუ ლ-კასიმის შემოსევა.
1013 ქართველთა ლაშქრობა განძაში.
1021-1023 საქართველო-ბიზანტიის ომი.
1028 საქართველო-ბიზანტიის ომი.
1064-1210 ქართულ-სელჩუკური ომები.
1167 გიორგი მესამის ლაშქრობა შირვანში.
1204 ქართველთა ლაშქრობა ხალდიაში.
1204-1210 ქართველთა ლაშქრობები ხლათში.
1210 ქართველთა ლაშქრობა ირანში.
1220-1221 პირველი ბრძოლები მონღოლებთან.
1225-1228 ჯალალედინის ლაშქრობები საქართველოში.
1235-1236 საქართველოს დაპყრობა მონღოლების მიერ.
1261 არღუნის ლაშქრობა სამცხეში.
1265 ბერქა-ყაენის ლაშქრობა.
1282-1285 დავით VI-ის ლაშქრობა ტრაპიზონის სამეფოში.
1285-1306 რუმელი თურქების შემოსევები.
1302-1303 აზატ მოსეს ლაშქრობა საქართველოში.
XIV საუკუნე ვამეყ I დადიანის ლაშქრობა ჯიქეთში.
1386-1403 თემურლენგის ლაშქრობები საქართველოში.
1440-1444 ჯეჰან-შაჰის ლაშქრობები საქართველოში.
1473-1477 უზუნ-ჰასანის ლაშქრობები საქართველოში.
1486-1489 იაყუბ-ყაენის ლაშქრობები საქართველოში.
1510 სელიმ ხანის ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში.
1516 დივ-სულთან რუმლუს ლაშქრობა სამცხეში.
1516 დივ-სულთან რუმლუს ლაშქრობა სამცხეში.
1518-1522 ისმაილ I-ის ლაშქრობები საქართველოში.
1533 მამია III დადიანის ლაშქრობა ჯიქეთში.
1541-1554 თამაზ I-ის ლაშქრობები საქართველოში.
1578 მუსტაფა ლალა-ფაშას ლაშქრობა ამიერკავკასიაში.
1578-1590 ფერჰად-ფაშას ლაშქრობები საქართველოში.
1614-1617 შაჰ აბასის ლაშქრობები ქართლ-კახეთში.
1660-1720 დინასტიური ომები იმერეთში.
1703 ოსმალების ლაშქრობა დასავლეთ საქართველოში.
1785-1800 ომარ-ხანის ლაშქრობები.
1795 აღა-მაჰმად-ხანის შემოსევა.
1914-1918 კავკასიის ფრონტი
1918-1919 სოჭის კონფლიქტი.
1918 სომხეთ-საქართველოს ომი.
1921 რუსეთ-საქართველოს ომი.
1991-1992 ქართულ-ოსური კონფლიქტი
1991-1993 საქართველოს სამოქალაქო ომი.
1992-1993 აფხაზეთის ომი.
2008 რუსეთ–საქართველოს ომი.
დაჯექით ქალბატონი ლიზა და გადაიკითხეთ…..

შეგახსენებთ, რომ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ სოციალურ ქსელში დაწერა:„ამ დროშის გვერდით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ ამდენი ხანი, მაგრამ მხოლოდ ახლა მომეჩვენა ეს დროშა სისხლიანი … სისხლით დაფარული. ეს ადრე არ შემიმჩნევია.

საქართველო, შენ წამართვი ჩემთვის ახლო ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი. ყველაფერი წაიღე, რაც ჩვენი იყო. დასცინი და ანადგურებ. ახლა საბოლოოდ და შეუქცევადად ანადგურებ?

მას სხვა რეალობა აქვს. სუსტადაა . ეს არ არის შენთვის საკმარისი? ქართულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაზე დღეს უარი განაცხადა” – წერს ლიზა იასკო.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge