,,ჩემი შეფასებით, დასავლეთი ამზადებს გაცვლას – ჩვენ ვკარგავთ გარკვეულწილად დონეცკსა და ლუგანსკს…”- ალექსეი არესტოვიჩი

ავტორი შორენა პირველი
„ამერიკელებს და დასავლეთს მშვენივრად ესმით, საითკენ მიდის ყველაფერი. ჩემი შეფასებით, ისინი ამზადებენ ასეთ გაცვლას – ჩვენ ვკარგავთ ცოტა დონეცკსა და ლუგანსკს, რადგან 200 000 სამხედროს შეჩერებით დავიღლებით – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი საუბრობს.
„ომის გაგრძელების მეტი რესურსი არ არსებობს…  იმ თვალსაზრისით კი არა, რომ ომი შეწყდება, არ არსებობს რესურსი ფართომასშტაბიანი ოპერაციებისთვის…ეს სულელური სიტუაცია გარკვეულ წილად ყველა მოთამაშეს აწყობს.  ამერიკელებს და დასავლეთს მშვენივრად ესმით, საითკენ მიდის ყველაფერი. ჩემი შეფასებით, ისინი ამზადებენ ასეთ გაცვლას – ჩვენ ვკარგავთ გარკვეულწილად დონეცკსა და ლუგანსკს, რადგან 200 000 სამხედროს შეჩერებით დავიღლებით. რა თქმა უნდა, მოგვიწევს ცოტა გაწევა, ჩვენ ხომ ეს გვესმის. ამერიკული მხარის მთელი იმედი დამყარებულია იმაზე, რომ გაცვლის ჩვენი წილი იქნება მეტი, ვიდრე რუსეთის, რადგან ჩვენ ვიმყოფებით მოლაპარაკებისთვის ძლიერ  პოზიციებზე, – აცხადებს არესტოვიჩი.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge