,,ისეთი სასაცილო განცხადებაა, რომ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს”-კრამერი კობახიძის წინააღმდეგ

ავტორი შორენა პირველი

,,ისეთი სასაცილო განცხადებაა, რომ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს”- ასე ეხმაურება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის,  ირაკლი კობახიძის განცხადებას, ომში რუსეთის უპირატესობასთან დაკავშირებით

„საერთოდ არავინ არ ცდილობს საქართველოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ჩართვას. საერთოდ არავინ. ამერიკის შეერთებულ შტატებს უკანასკნელი, რაც სურს ისაა, რომ ეს ომი გაფართოვდეს. ისეთი სასაცილო განცხადებაა, რომ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს“- აცხადებს კრამერი.

შეგახსენებთ, რომ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განაცხადებით, საქართველოს ომში ჩართვის სურვილი გაზრდილია, რადგან უკრაინაში “ამ ეტაპზე რუსულ მხარეს გარკვეული უპირატესობა აქვს.

You may also like

დატოვეთ კომენატრი

oninfo.ge