,,ლიბერალური ფაშიზმი- ესაა ყველაზე დიდი ბოროტება და მტერი ქრისტიანობისა; განა შეიძლება ადამიანს ნებისმიერი მეორე ადამიანი არ ეცოდებოდეს როცა მას კლავენ ან კვდება?! განა ეროვნებას აქვს მნიშვნელობა?! განა ერთი და იგივე არ არის ვისი ბავშვი კვდება, ეს ებრაელია თუ პალესტინელი?!”- ამის შესახებ გრემის მონასტრის მღვდელმსახური, მამა იაკობ მესტვირიშვილი წერს.
,,დღევანდელი თანამედროვე სატანისტუტრ-გლობალისტური-ლიბერასტური საზოგადოება ვითომ სიყვარულს ქადაგებს და ვითომ ყველაზე დიდი შემწყნარებელია, ყველა და ყველაფერი უყვართ; არადა, არაა სინამდვილეში ასე!!! სინამდვილეში ესენი არიან ქრისტიანობის და კაცობრიობის ყველაზე დიდი მტრები!!! დღევანდელი გლობალისტური, ლიბერალური ფაშიზმი- ესაა ყველაზე დიდი ბოროტება და მტერი ქრისტიანობისა; განა შეიძლება ადამიანს ნებისმიერი მეორე ადამიანი არ ეცოდებოდეს, როცა მას კლავენ ან კვდება?! განა ეროვნებას აქვს მნიშვნელობა?! განა, ერთი და იგივე არ არის, ვისი ბავშვი კვდება, ეს ებრაელია თუ პალესტინელი?! რუსია თუ უკრაინელი?! თურქი თუ სირიელი?! შეიძლება ადამიანი განასხვავებდეს ამას და მას ადამიანი ერქვას?! სწორედაც რომ არ შეიძლება არანაირად და ადამიანურ არანაირ ნორმებში არ ჯდება!!! აი სატანის მიმდევარი ლიბერალები კი განასხვავებენ!!!
დღეს სჩანს სატანისტური მსოფლიოს სახე, დაინგრა ქალაქები, როგორც თურქეთში ასევე სირიაში, დახმარება ყველას უნდა გავუწიოთ და ყველას დავეხმაროთ, ქრისტე შეეწიოს ყველა გაჭირვებულს, მაგრამ რა დააშავეს სირიელმა ბავშვებმა?! მაშინ როცა დახმარების მთელი ტალღა თურქეთისკენ მიდის და სირია არავის ახსოვს, ან შეიძლება ერთ- ორს მხოლოდ, მათი ტკივილი არაა ჩვენი ტკივილი?! სწორედ ამიტომ იმხილებით ორმაგი სტანდარტით მოთამაშენო, როცა ვითომ ერთი გტკივათ და მეორე არ გტკივათ… ყველანი წარვსდგებით უფალთან და ვაგებთ პასუხს ჩვენს არასწორ მიდგომებზე თუ დამოკიდებულებაზე, იქ რას ვეტყვით, რატომ არ გვეცოდებოდაო თურქი ბავშვი?! ანაც სირიელი?! ანაც უკრაინელი?! ანაც რუსი?! ანაც პალესტინელი?! გინდ ებრაელი?! და ნებისმიერი ერის წარმომადგენელი, დაიმსახურა და მიტომო?! ეგაა ჩვენი ქრისტიანობა?! რას გვეტყვის მაშინ უფალი?! -არა გიცნობთ თქვენ!!! უსჯულოებისა მოქმედნო, წარვედით ჩემგან, ვიანიდან მშიოდა და არა მაჭამეთ, მწყუროდა და არა მასვით, პატიმარი ვიყავით და არა მნახეთ….!!! დიახ ეს ასეა!!! ვინაიდან, ქრისტიანობა სიყვარულის, პატიების, თანაგრძნობის, დახმარების რელიგიაა!!! ურთიერთ-არს სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესიო” -ასე არ სთქვა ქრისტემ?! თუ ასე სთქვა ურთიერთ-არს ბრალი განსაჯეთ და ბრალი დაუმძიმეთო?! თქვენ რა პასუხს გასცემთ უფალს?! ვინაც ამბობთ რომ ქრისტემ დასაჯა, მტერიაო….სახარება თუ არ წაგიკითხავთ, სადღეგრძელო მაინც არ მოგისმენიათ თქვე კაი ხალხო?! ” ყველა პატარას გაუმარჯოს მტრისასაც, სანამ მტრობას ისწავლისოო?!” ასე არაა?! ომი რომ ომია, იმასაც კი თავის წესები აქვს და კანონები, მტერიც კი ქედს იხრის რაღაც დროს მტრის წინააღმდეგ ომში!!! გესმით?! ომის დროს!!! რამდენიც გინდათ იმდენი ფაქტია ამის, რომ ბრძოლა გაუჩერებიათ და პატივი მიუგიათ მიცვალებულისთვის, ანაც ცხედრისთვის, ანაც დაჭრილებს რატომ არ ხოცავენ?! ანაც ტყვეებს?! ისინიც ხომ მტერია?! ომშიც კი აქვთ ადამიანობა!!! რა გვჭირს, ხალხო, რა დაგვემართა, რა?! რად გადავგავრდით და გადავჯიშდით?! ქრისტე დავკარგეთ…ადამიანობა დავკარგეთ…. ქართველობა დავკარგეთ…. ღირსება და ღირებულებები დავკარგეთ… რაღა დარჩა ჩვენგან….?! მართლა სადაც დასაცავი და საბრძოლველია გავრბივართ იქიდან, გვიგინებენ ყველას და ყველაფერს ხმას არ ვიღებთ….ყველაფერზე ხელს ვაწერთ, ოღონდ კი კარგად ვიყოთ,”-წერს მამა იაკობი.