347
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.
პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, შესაბამის ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა. იუსტიციის ყოფილი მინისტრი და საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.
პრემიერმინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი დღეიდან, დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კვლავ გაიყო.