234
ლიეტუვა საქართველოს 15 ათას დოზა კოვიდვაქცინას ჩუქნის. აღნიშნულის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა “ტვიტერზე” დაწერა.
მისი თქმით, ლიეტუვა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 200 000 დოზა ვაქცინას გამოყოფს.
“მთავრობის მხრიდან დადასტურდა 200 000 დოზა ვაქცინა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. ვიწყებთ უკრაინით – 100 ათასი ვაქცინა, საქართველოს 15 ათასი დოზა, მოლდოვას – 11 ათასი დოზა. პატარა ნაბიჯი ლიეტუვისგან. იმედია, ჩვენი პარტნიორები ევროპიდან სოლიდარობის აქტს შემოუერთდებიან“, – წერია მინისტრის “ტვიტში“.