226
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე საპარლამენტო ფრაქციაში ერთიანდებიან. ფრაქციაში შვიდი დეპუტატი იქნება: გიორგი ვაშაძე, ზურა ჯაფარიძე, პაატა მანჯგალაძე, თეონა აქუბარდია, ტარიელ ნაკაიძე, ხათუნა სამნიძე და გრიგოლ ვაშაძე იქნებიან.
ფრაქციის ხელმძღვანელი ხათუნა სამნიძე იქნება. მისი თქმით, ფრაქციას ერქმევა: “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი”
“ეს ფრაქცია შეიქმნა შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე. ამ ფრაქციაში გაერთიანებულია სამი პოლიტიკური პარტია და ინდივიდუალური დეპუტატები, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი – მეტის თავისუფლება, რესპუბლიკური პარტია და დამოუკიდებელი დეპუტატები” – განაცხადა სამნიძემ.