177
მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ,,დიდი მუზარადის” ტურნირ ,,როლან გაროსის” 1/8 ფინალში იასპარეზებს.
ჯოკოვიჩმა 1/16 ფინალურ დაპირისპირებაში ლიეტუველ რიკარდას ბარანკისს ერთგვარი საჩოგბურთო გაკვეთილი ჩაუტარა.
ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა ბალტიისპირელ მეტოქეს 3-სეტში 6-1, 6-4, 6-1 სძლია.
პარიზის კორტებზე ნოვაკ ჯოკოვიჩის მომდევნო მოწინაღმდეგე 19 წლის იტალიელი ჩოგბურთელი ლორენცო მუსეტი იქნება.
მათი ორთაბრძოლა 6 ივნისს, შედგება.