216
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მიმდინარე ,,დიდი მუზარადის” ტურნირ ,,როლან გაროსზე” პირველი 1/2 ფინალური წყვილი გამოვლინდა.
გადამწყვეტი ორთაბრძოლის საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს ბერძენი სტეფანოს ციციპასი და გერმანელი ალექსანდრ ზვერევი დაუპირისპირდებიან.
ზვერევმა 1/4 ფინალში ესპანელი ალეხანდრო დავიდოვიჩ ფოკინა იოლად, 3-სეტში 6-4, 6-1, 6-1 დაამარცხა.
ციციპასმა კი ATP-ს რეიტონგის მე-2 ჩოგან რუს დანილ მედვედევს 3-სეტში 6-3, 7-6, 7-5 სძლია.
,,როლან გაროსზე” სტეფანოს ციციპასისა და ალექსანდრ ზვერევის ორთაბრძოლა 11 ივნისს, გაიმართება.