207
სსაქართველო ნაკრებისა და მოსკოვის ,,ცსკას” კალათბურთელი თორნიკე შენგელია VTB ლიგის ჩემპიონი გახდა.
,,ცსკამ” ყაზანის ,,უნიქსს” ფინალური სერია 3:0 დაამარცხა.
ბოლო დაპირისპირებაში მოსკოველებმა მეტოქეს 89-81 სძლიეს.
სერიის გადამწყვეტ მატჩში შენგელიამ პარკეტზე 30:56 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 19 ქულა, 7 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
მატჩის MVP ,,უნიქსის” ამერიკელი კალათბურთელი ჯონ ბრაუნი გახდა. მან 25 ქულა, 11 მოხსნა და 2 პასი დააგროვა.
,,ცსკა” vTB ლიგის ჩემპიპნი მეთერთმეტედ გახდა.
თორნიკე შენგელიამ კი ახალ კლუბში პირველი ტიტული მოიგო.
შენგელიამ დაჯილდოვების ცერემონიალზე საქართველოს დროშა ააფრიალა.