268
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალში ,,ფინიქს სანსი” იასპარეზებს.
,,ფინიქსმა” 1/2 ფინალურ სერიაში ,,დენვერ ნაგიტსს” პირწმინდად 4:0 მოუგო.
სერიის ბოლო შეხვედრაში ,,სანსიმ” 125-118 გაიმარჯვა.
მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა ,,ფინიქსის” ლიდერმა კრის პოლმა.
პოლმა 37 ქულა, 3 მოხსნა და 7 პასი მიითვალა.
ორმაგი დუბლი შეასრულა პოლის თანაგუნდელმა დევინ ბუკერმა. მან 34 ქულა, 11 მოხსნა და 4 პასი დააგროვა.
,,დენვერიდან” ყველაზე მეტი 25 ქულა უილ ბარტონმა ჩააგდო.
სერბმა ნიკოლა ჯოკიჩმა თავი 22 ქულას მოუყარა.
,,ფინიქს სანსი” დასავლეთ კონფერენციის ფინალში ,,იუტა ჯაზისა” და ,,ლოს-ანჯელეს კლიპერსს” შორის 1/2 ფინალურ სერიაში გამარჯვებულს შეხვდება.
ამ დროისთვის ,,იუტა ჯაზი” სერიას 2:1 იგებს.