167
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 838 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 39 ადამიანი.
ინფექციისგან განიკურნა კიდევ 5 289 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 23 605, მათ შორის 12 226 ანტიგენით და 11 379 PCR-ით.
საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილია 1 491 371 ადამიანი.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 580 869-ს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 8 185 პირი ემსხვერპლა.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ კი 541 610 შეადგინა.