226
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგების მიხედვით, არავაქცინირებული პირები კოვიდ 19-ით გარდაცვალების 11-ჯერ მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე სრულად ვაქცინირებულები
„ბოლო ორი თვის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ვაქცინირებულებისგან განსხვავებით არავაქცინირებულების დაინფიცირების ალბათობა ოთხნახევარჯერ მეტია, ჰოსპიტალიზების – 10-ჯერ, გარდაცვალების კი – 11-ჯერ “,- განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა როშელ ვალენსკიმ.
აშშ-ში ჩატარებული კვლევებით დასტურდება, რომ ვაქცინები ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების წინააღმდეგ ძლიერ დაცვას გვთავაზობენ უფრო გადამდები „დელტა“ ვარიანტის პირობებშიც.