დონბასში რუსების მიერ გახსნილ ცეცხლს ორი უკრაინელი სამხედრო ემსხვერპლა, ცხრა კი დაიჭრა. ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა 14-ჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
დაჭრილებიდან სამის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ხოლო დანარჩენის – დამაკმაყოფილებელი.
რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებამ მინსკის შეთანხმებებით აკრძალული იარაღი – 122 მმ კალიბრის საარტილერიო სისტემები, 120 მმ კალიბრის ნაღმტყორცნები და მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევები გამოიყენეს. მათ ასევე დრონის საშუალებით ჩამოაგდეს ნაღმი.
უკრაინული მხარის ცნობით, მიმდინარე თვეს რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 59-ჯერ დაარღვია, აქედან 19 შემთხვევაში ასევე დაარღვიეს მინსკის შეთანხმება შეიარაღების შესახებ.
უკრაინელებმა რუსების მიერ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას საპასუხო იერიშით უპასუხეს. შედეგად, დაიღუპა 6 რუსი სამხედრო და დაიჭრა 12.