ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, პროპორციულ ნაწილში „ქართული ოცნება“ ლიდერობს, ხოლო თბილის მერის არჩევნებში პირველ ადგილს ნიკა მელია იკავებს.
პროცენტულად კი შედეგები ასე გამოიყურება.
„ქართული ოცნება“ – 38, 6 %
„ნაციონალური მოძრაობა“ – 33 %,
„საქართველოსთვის“ – 7,6 %,
„გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის“ – 4,8 %,
„ლელო“ – 4 %,
ხალხისთვის – 2%,
გირჩი – 1,6%,
მოქალაქეები – 1,1%,
„ევროპული საქართველო“ – 1 %,
ლეიბორისტული პარტია – 1,0%,
პატრიოტთა ალიანსი – 0,9%,
მესამე ძალა – 0,8%.
მერობის კანდიდატებს შორის ხმები კი ასე ნაწილდება:
კერძოდ, კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება:
„ქართული ოცნება“, კახა კახალაძე – 40,2 %
„ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის ნაწილი, ნიკა მელია – 40,8 %
პარტია „საქართველოსთვის“, გიორგი გახარია – 8,7 %
ანა დოლიძე – 3,5 %
ანა ბიბილაშვილი – 2,6%
Ipsos-მა კვლევა ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით ჩაატარა. ცდომილების ზღვარი +/- 3 %-ია. კვლევის ფარგლებში თბილისში 2500-მდე ადამიანი შემთხვევითობის პრინციპით გამოიკითხა.