ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, 20:00 საათისთვის პროპორციულ ნაწილში ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ლიდერობს 46%-ით , „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი 33%-ით არის წარმოდგენილი.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, შედეგები ასეა გადანაწილებული:
“საქართველოსთვის” – N25 – 6%;
“ევროპული საქართველო” N2 – 2%;
“ლელო N9″ – 2%;
“გირჩი – მეტი თავისუფლება” N45 – 2%;
“მესამე ძალა N1” – 1%;
“მოქალაქეები N7” – 1%;
“პატრიოტთა ალიანსი” N8 – 1%;
“ლეიბორისტული პარტია” N10 – 1%;
“დროა “N32 – 1%;
“გირჩი” N36% – 1%;
“მოძრაობა ხალხისთვის” N48 – 1%.
თბილისში მაჩვენებელი ასეა გადანაწილებული:
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” N41 – 41%;
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” N5 – 31%;
“საქართველოსთვის” – N25 – 7%;
“გირჩი – მეტი თავისუფლება” – N45 – 5%;
“ლელო” N9 – 3%;
“ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები” N7 – 2%;
“მოძრაობა ხალხისთვის” N48 – 2%;
“გირჩი” N36 – 2%;
“დროა” N32 – 2%;
“ევროპული საქართველო” N2 – 2%
“ლეიბორისტული პარტია” N10 – 1%;
“მესამე ძალა” N1 – 1%.
რაც შეეხება დედაქალაქის მერის არჩევნებს, Edison Research-ის ეგზიტპოლის მიხედვით, კახა კალაძეს ხმების 44% აქვს, ნიკა მელიას – 40%, გიორგი გახარიას კი 7%.
მერობის სხვა კანდიდატებს შორის ხმების პროპორციული გადანაწილება კი ასეთია:
ანა დოლიძე, მოძრაობა ხალხისთვის N48 – 5%; თამარ კეკენაძე – მესამე ძალა – 1%; გიორგი ლომია, პატრიოტთა ალიანსი N8 – 1%; ანა ბიბილაშვილი, ლელო N9 – 1%; რინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ N23 – 1%.
ეგზიტპოლის ფარგლებში გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის ცდომილება +/- 2%-ია.