171
ბათუმში, სადარბაზოს ნანგრევებიდან მაშველების მიერ წუხელ რამით ამოყვანილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ექიმების განმარტებით, დაშავებულ მამაკაცს აქვს სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი
ნანგრევებიდან ამოყვანილი კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, გარდაიცვალა. მაშველებმა ასევე გარდაცვლილები იპოვეს საავადმყოფოში გარდაცვლილი ქალის ორი მცირე წლოვანი შვილი.
მაშველების მიერ ამ ეტაპზე ნაპოვნია სულ 7 ადამიანი. 5 ადგილზევე გარდაცვლილი იყო, ხოლო ერთი საავდმყოფოში გარდაიცვალა. ადგილზე ნაპოვნი ცხედრებიდან ორი ბავშვია, ორი მამაკაცი და ერთი მოხუცი ქალი.
1 comment
[…] […]