ხვალ მთელი ქვეყნის მასშტაბით დაეშვება სახელმწიფო დროშები – ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფეისბუქზე დაწერა.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან 5 მაშველებმა ნანგრევებიდანვე გარდაცვლილი ამოიყვანეს, ხოლო ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულებს შორის 2 ბავშვი, 2 მამაკაცი და 2 ქალია.
მაშველების მიერ ნაპოვნი კიდევ ერთი მამაკაცი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.
სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
შსს-მ მომხდართან დაკავშირებით სამი პირი დააკავა – ერთი პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე, ხოლო ორი მის მიერ დაქირავებული მუშა.
5 სართულიანი კორპუსის ერთი სადარბაზო ბათუმში გუშინ, 8 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში ჩამოინგრა.