170
რუსთავისN17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილ ხანძარს ორი პატიმარი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ადასტურებს.
ხანძარი გუშინ, 14 ოქტომბერს, 14:20 საათზე, სამზარეულოში გაჩნდა. სამზარეულო პატიმრების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.
გუშინ მთელი დღის განმავლობაში სპეციალური პენიტენციური სამსახური გავრცელებულ ინფორმაციას პატიმრების გარდაცვალებასთან დაკავშირებით, არ ადასტურებდა. უწყებაში განაცხადეს, რომ სპეციალურ განცხადებას დღეს გაავრცელებდნენ, თუმცა მათ მხოლოდ მსჯავდებულების გარდაცვალება დაადასტურეს და სპეციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ.