157
„მიხეილ სააკაშვილი დღეს ჩვენზე მეტად თვისუფალია. 18 წლის წინ მან დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ქვეყნის ისტორია“- ამის შესახებ ოპოზიციის ნაწილის ფოთის მერობის საერთო კანდიდატმა გიგი უგულავამ თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელმა ხელისუფლებამ ექსპრეზიდენტს ხინკლის ჭამა არ აცადა, თუმცა ის კუთვნილს ხინკალს აუცილებლად მიიღებს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს კუჭები დარჩება.
„ვუსურვოთ მიხეილ სააკაშვილს თავისუფლება. დღეს ის ჩვენზე მეტად თავისუფალია! ოდესღაც, მან 18 წლის წინ, დალია ჩაი, რომელმაც შეცვალა ამ ქვეყნის ისტორია. დღეს მას არ აცადეს ხინკლის ჭამა. ის აუცილებლად შეჭამს თავის კუთვნილ ხინკალს და თქვენ დაგრჩებათ კუჭები! იმიტომ რომ მეტს არაფერს იმსახურებთ! “, – აღნიშნა უგულავამ.