15-16 ოქტომბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უმეტესად უნალექო ამინდი. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 17 ოქტომბრიდან ამინდი გაუარესდება და ტემპერატურაც დაიკლებს. მოსალოდნელია წვიმა და დროგამოშვებით ძლიერი ქარი.
“ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +23, +28, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსის ფარგლებში იქნება.
17 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ელჭექი. 18 ოქტომბერს ტემპერატურა +15, +20, ხოლო 19-20 ოქტომბერს +12, +17 გრადუსი იქნება. დროგამოშვებით იქროლებს ძლიერი ქარი.
ქ. თბილისში 15-17 ოქტომბერს უნალექო, 18 ოქტომბრიდან კი წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 15-18 ოქტომბერს 20, +22 გრადუსი, ხოლო 19-20 ოქტომბერს +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.” – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში