არ აქვს ​მნიშვნელობა ​ რამდენი ადამიანი მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ჩვენ კანონით ვმოქმედებთ და ყველა დამნაშავე სასჯელს მოიხდის ბოლო დღემდე 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

“არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი იდგება ქუჩაში ან რამდენი ადამიანი მოითხოვს ქვეყნის გარედან ამ ბელადის გათავისუფლებას, ჩვენ საქართველოს კონსტიტუციით, კანონით ვმოქმედებთ და ყველა დამნაშავე სასჯელს მოიხდის ბოლო დღემდე, დაემორჩილება იმ კანონებს, რომელიც ციხეში არსებობს“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

​მისი თქმით, მიხელ სააკაშვილი გაცილებით მეტ მხარდამჭერს ელოდა აქციაზე და ახლა ის იმედგაცრუებულია. სოზარის განცხადებითვე, “ნაციონალური მოძრაობას” აქვს მცდელობა არეულობა გამოიწვიოს.

„ყოველგვარი მათი მცდელობა, რომ ქვეყანაში მოეხდინათ არეულობა, დესტაბილიზაცია და რევოლუცია ასევე მარცხით და კრახით მთავრდება. ისეთივე კრახით დამთავრდება ეს მცდელობები, რომ ახლა ქვეყანაში არეულობა მოახდინონ, ისევე, როგორც კრახით დამთავრდება მათი მცდელობა თუნდაც ერთ მუნიციპალიტეტში მაინც მიაღწიონ წარმატებას მეორე ტურში“ – განაცხადა სუბარმა.

You may also like

Leave a Comment