4 581 ახალი შემთხვევა, 2 494 გამოჯანმრთელებული, 28 გარდაცვლილი, 4 681 აცრილი 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 581 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით  ჩატარდა 46 123 ტესტი, მათ შორის 24 852 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 271 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 662 334-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 2 494 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 612 481-მდე გაიზარდა.

უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი გარდაიცვალა. საქართველოში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე კოვიდს ჯამში 9 468 პირი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათშო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა  4 681 ადამიანი, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე სულ ჩატარდა  1 911 877 აცრა.

იანი.

You may also like

Leave a Comment