საქართველოში მომდევნო დღეებში ამინდი მკვეთრად გაუარესდება 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

​საქართველოში მომდევნო დღეებში ამინდი გაურესდება და ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსალოდნელია ძლიერი ნალექიც, რაც მდინარეებზე წყლის დონის მატებას, ხოლო მთიან ზონებში მეწყერულ პროცესებს გამოიწვევს.

“17 ოქტომბერს გვიან საღამოდან 21 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით,ზოგან ძლიერი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

20 ოქტომბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალთიან ზონაში მოთოვს, ზღვაზე მოსალოდნელია ძლიერი, 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს” – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავცელებულ ინფორმაციაში.

You may also like

Leave a Comment