160
მოქალაქეების ნაწილი, რომელთაც გოგოლიას კლინიკაში სეზონური გრიპის ვაქცინა გაიკეთეს, ამბობენ, რომ ისინი მოატყუეს და ნაცვლად ვაქცინისა C ვიტამინი გაუკეთეს. ამის შესახებ ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ვაქცინის ღირებულება – 75 ლარი, წინასწარ გადაიხადა.
“აღმოჩნდა, რომ ეს კლინიკა თავიდან ბოლომდე აფიორაა. ვინც “აცრეს” უკვე, იმათ სინამდვილეში ც ვიტამინი გაუკეთეს. დღეს დატყდნენ კლინიკიდან და ხალხია აქ ჩემნაირი ვისაც წინასწარ 700-800 ლარები აქვთ ჩარიცხული” – წერს ტაო ჭელიძე სოციალურ ქსელში.
კლინიკასთან სამართალდამცველები არიან და ისინი მოქალაქეებს ჰკითხავენ.