ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

​​ანასტასია შატალოვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლაშა კლდიაშვილმა მიიღო. მან პროკურატურის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

​ბრალდების მხარემ საკუთარი შუამდგომლობა მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის, ასევე მტკიცებულებების განადგურების მოტივით დაასაბუთა. პროკურორმა პროცესზე ასევე ისაუბრა დაკავებულთა მხრიდან სამართალდამცველებისთვის გაწეულ წინააღმდეგობასა და ერთ-ერთი ბრალდებულის წარსულში ნასამართლეობაზე.

​სასამართლო პროცესს სამივე ბრალდებული ბექა ლატარია, ბიძინა ხასია და ლევან რაჯაევაა ესწრებოდნენ, თუმცა ლატარია მოსამართლემ პროკურორისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დარბაზიდან გააძევა.

ანასტასია შატალოვა თბილისში, საბურთალოზე 18 ოქტომბერს მოკლეს.​ აღნიშნულ საქმეზე პროკურატურამ სამი პირი დააკავა, ხოლო განზრახ მკვლელობის მუხლი ბექა ლატარიას წაუყენა. იხ: სრულად

You may also like

Leave a Comment