“ნიკა მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი” – ამ კომენტარით უპასუხა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას: მელიას გამარჯვების შემთხვევაში, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ მმართველმა გუნდმა საკრებულოში უმრავლესობა დაკარგოს და „ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა პარტია დატოვონ.
ღარიბაშვილმა ასევე დასძინა, რომ მელიამ თავადაც იცის, ვერ გახდება მერი და რომ ის ჩვეულებრივი ჯალათია. მელიამაც კარგად იცის, რომ თბილისის მერი ვერ გახდება.
„ნიკა მელია ისე ვერ გახდება თბილისის მერი, როგორც მე ვერ გავხდები ჩინეთის პრემიერი. აი, ეს მინდა ვუთხრა ბატონ მელიას. შეეშვას ტყუილებს, მანაც კარგად იცის, რომ ვერ გახდება თბილისის მერი. ის არის ჩვეულებრივი ჯალათი, ზონდერი და კრიმინალი. ის არ იმსახურებს ჩვენი ქვეყნის ხელმეორედ დანგრევას“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.