სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ნეგატიური პროცესები, რაც ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს – ტიკარაძე 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

​ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ ეთანხმება სავალდებულო ვაქცინაციას. მისი თქმით, აღნიშნული კანონის მიღება უფრო შეაფერხებს პროცესს.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო ნეგატიური პროცესები, რაც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება. ისევ და ისევ ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ” – ამბობს ტიკარაძე.

You may also like

Leave a Comment