“როცა ადამიანი აქციაზე მოგვყავს, კვების საფასურს უზრუნველვყოფთ” – კალაძე მხარდამჭერებისთვის ფულის მიცემის ფაქტს ადასტურებს 

by ქეთი ბაჭველაშვილი
0 comment

​პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ადასტურებს, რომ მმართველი პარტია ხვალინდელ აქციაზე მისულ მდარმჭერებს ფულს გადაუხდის. მისი განმარტებით, გადასახდელი თანხა კვებისთვის არის განსაზღვრული.

“რა თქმა უნდა. ეს არის კვების ფული. ყველაფერი ოფიციალურად ხდება, არაფერი დამალული არ არის. თქვენ მიზანმიმართულად ამბობთ, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანს არ აქვს აქციაზე მოსვლის უფლება – მათაც აქვთ უფლება. შეგიძლიათ მობრძანდეთ, შეგიძლიათ, მობილიზებაც გააკეთოთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ შვებულებები.

როცა ადამიანი მოგვყავს, უზრუნველვყოფთ კვების საფასურს, ამას პარტია აკეთებს. ეგ ოფიციალური ხარჯებია და ყველაფერი შეგიძლიათ ნახოთ. იმაზე ნაკლები ჯდება, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობას დაუჯდა აქციის ჩატარება”. – განაცხადა კახა კალაძე.

You may also like

Leave a Comment