საქართველოს პროკურატურამ თბილისსა და იმერეთის რეგიონში, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტებზე, 12 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა.
უწყების ცნობით, ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიება უკვე შეუფარდა.
“ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა, თბილისში, კოვიდვაქცინაციის გარეშე საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისთვის გათვალისწინებული სავალდებულო კარანტინისგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეს ორი ყალბი ე.წ. კოვიდ-პასპორტი 140 ევროს სანაცვლოდ დაუმზადა, რომელშიც ყალბი მონაცემები შეიტანა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულმა დოკუმენტები საქართველოს იუსტა გადასცეს პირებს, რომლებმაც სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, კორონავირუსის გავრცელების რეგულაციებისთვის თავის არიდების მიზნით, შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიება უკვე შეეფარდათ.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.”- წერია პროკურატურის განცხადებაში.