170
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 009 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 107 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 157 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 950 PCR ტესტით. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 707 290-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 177 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 647 878.
უკანასკნელ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 918 პირი ემსხვერპლა.
ბოლო 24 საათში კოვიდის საწინააღმდეგო 3 951 ადამიანი აიცრა, ვაქცინაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე სულ ჩატარდა 1 965 714 აცრა.